1. სურსათის ბიზნესოპერატორის ინიციატივით ნიმუშის რეგულარული აღება თავდაპირველად მოიცავს ექსკრემენტების ნიმუშებს და მისი მიზანია 1%-იანი პრევალენტობის გამოვლენა გუნდში, 95% სანდოობით. ამ მიზნით ნიმუშები უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

ა) გაერთიანებულ ექსკრემენტებს, რომელიც შედგება ახალი ექსკრემენტების ცალკეული არანაკლებ 1გრ. წონის მქონე ნიმუშებისგან, რომელიც აღებულია შემთხვევითი შერჩევით საფრინველეს რამდენიმე ადგილიდან, სადაც სანაშენე გუნდი ჰყავთ ან სადაც სანაშენე გუნდს აქვს თავისუფალი წვდომა კონკრეტულ სადგომის ერთზე მეტ  საფრინველეში ,  სადგომის თითოეული საფრინველედან, სადაც სანაშენე გუნდი ჰყავთ. ექსკრემენტები შეიძლება გაერთიანდეს გამოკვლევისათვის სულ მცირე ორ გაერთიანებულ ნიმუშად.  ადგილების რაოდენობა, საიდანაც ცალკე ექსკრემენტების ნიმუშები უნდა იქნას აღებული, გაერთიანებული ნიმუშის მიღების მიზნით, მითითებულია ქვემოთ:

სანაშენე გუნდში მყოფი ფრინველების რაოდენობა

ექსკრემენტების ნიმუშები, რომელიც აღებულ უნდა იქნას სანაშენე გუნდში

250 - 349

200

250 - 449

220

450 - 799

250

800 - 999

260

1 000 ან მეტი

300

ბ) ფეხსაცმელი – ბახილების და/ან მტვრის ნიმუშებს:

ბ.ა) გამოყენებულ ბახილებს უნდა ჰქონდეს აბსორბციის უნარი იმისათვის, რომ შეიწოვოს სისველე. დოლბანდის უქუსლო „წინდები“ ასევე მისაღები იქნება აღნიშნული მიზნისთვის;

ბ.ბ) ბახილების ზედაპირი უნდა დასველდეს სათანადო გამხსნელის გამოყენებით  (როგორიცაა 0,8 % ნატრიუმის ქლორიდი, 0,1 % პეპტონი სტერილურ დეიონიზირებულ წყალში, სტერილური წყალი ან სააგენტოს/ლაბორატორიის მიერ ნებადართული ნებისმიერი სხვა გამხსნელი).

ბ.გ) ნიმუშები აღებულ უნდა იქნას შენობაში სიარულის დროს იმ მიმართულებით, რომ წარმოდგენილი იყოს რეპრეზენტატული ნიმუშები საფრინველის ყველა ნაწილში ან შესაბამის სექტორში. და უნდა მოიცავდეს დანაგვიანებულ და ცხაურიან ზონებს იმ პირობით, თუ ცხაურებზე სიარული უსაფრთხო იქნება. აღებული ნიმუში უნდა მოიცავდეს ყველა ცალკეულ გალიას (pens). შერჩეულ სექტორში ნიმუშის აღების დასრულების შემდეგ, სიფრთხილით უნდა იქნას ბახილები გახდილი იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკრული მასალის მოშორება.

გ) სანაშენე გუნდების გალიაში, ნიმუშის აღება შესაძლოა მოიცავდეს ბუნებრივად შერეულ ექსკრემენტებს ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი), ასაფხეკებიდან ან ექსკრემენტების ტრანშეებიდან, შენობის ტიპიდან გამომდინარე. ინდივიდუალური გამოკვლევისათვის არანაკლებ 150 გ ორი ნიმუში უნდა შეგროვდეს:

გ.ა) ექსკრემენტების ასაღები ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი) გალიის თითოეული იარუსის უკან, რომელიც რეგულარულად მოძრაობს და იცლება  ხრახნიან ან კონვეიერის სისტემაში;

გ.ბ) ექსკრემენტების ტრანშეადან, რომელშიც დეფლექტორები მოთავსებულია გალიის ქვეშ და  გადააქვს (ფხეკავს) ორმოში, საფრინველეს შენობის ქვეშ.

გ.გ) ექსკრემენტების ტრანშეადან, იარუსებრივი გალიის საფრინველეში, როდესაც გალიები დაიცლება და ექსკრემენტები პირდაპირ ორმოში ჩაეშვება.

დ) გალიური ტიპის საფრინველეში, სადაც ფეკალიების საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება საფხეკის ან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) გამწმენდის დაბოლოებაზე, ოთხი ან მეტი დატენიანებული ქსოვილის ნაჭერი, თითოეული სულ მცირე 900 მ2 ზედაპირის ფართობით,  შესაბამისი გამხსნელებით (როგორიცაა 0.8 % ნატრიუმის ქლორიდი, 0.1% პეპტონი სტერილურ იოდიზირებულ წყალში, სტერილურ წყალში ან სააგენტოს/ლაბორატორიის მიერ დადასტურებულ ნებისმიერ სხვა გამხსნელში) დატენიანებული უნდა იქნეს გამოყენებული, რათა გაიწმინდოს რაც შეიძლება დიდი ზედაპირი ყველა ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) დაბოლოებაზე (დასაცლელი ადგილი), მათი ამუშავების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ქსოვილის დაფარვა ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი)  და საფხეკებიდან ან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) გამწმენდებიდან მოშორებული ფეკალური მასით ორივე მხარეს;

ე) მრავალიარუსიან ქანდარებზე ან ღია ცის ქვეშ არსებულ საფრინველეში, სადაც ფეკალური მასალა საფრინველიდან ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი)  მეშვეობით სცილდება, ერთი წყვილი ბახილით უნდა განხორციელდეს დაბინძურებულ არეალში შემოვლა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად და ყველა ხელმისაწვდომი ლენტური ტრანსპორტიორიდან (კონვეიერი) სულ მცირე 2 დატენიანებული ქსოვილის ნაჭერი ხელით უნდა იქნეს აღებული  ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისათვის ნიმუშები უნდა მოიცავდეს:

ა) ხუთ წყვილ ბახილას, რომელშიც თითოეული უნდა წარმოადგენდეს საფრინველის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ს; ბახილები შეიძლება გაერთიანდეს გამოკვლევისათვის სულ მცირე ორ ნაწილად;

ბ) ან მინიმუმ ერთი წყვილ ბახილას, რომელიც წარმოადგენს საფრინველის ტერიტორიის მთლიან ფართს და დამატებითი მტვრის ნიმუშს, რომელიც შეგროვებულია სხვადასხვა ადგილიდან საფრინველეში თვალსაჩინოდ შესამჩნევი მტვრიანი ზედაპირებიდან; ერთი ან რამდენიმე  დასველებული ქსოვილის ნაჭრები, მთლიანობაში სულ მცირე 900 სმ2 ზედაპირით, გამოყენებულ უნდა იქნას მტვრის ნიმუშის შესაგროვებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნიმუშების აღებისას:

ა) თუ საფრინველეში ჩვეულებრივ გალიის რამდენიმე სტელაჟი არის განთავსებული ექსკრემენტების გაერთიანებული ნიმუში უნდა მოიცავდეს თითოეული სტელაჟიდან შეგროვებულ ნიმუშს. ორი გაერთიანებული ნიმუში აღებულ უნდა იქნას თითოეული სანაშენე გუნდიდან, როგორც ეს აღწერილია ამ პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში;

ბ) იმ სისტემებში, სადაც განთავსებულია ტრანსპორტიორები ან ამფხეკები, ნიმუშის აღების დღეს, ნიმუშის აღებამდე,  ექსკრემენტების გატანის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს;

გ) იმ სისტემებში, სადაც განთავსებულია დეფლექტორები გალიების  და ასაფხეკების ქვეშ, უნდა შეგროვდეს გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა, რომლებიც აღებულია ასაფხეკებზე მიკრული ექსკრემენტებიდან, გადაადგილების შემდეგ;

დ) იარუსებრივი გალიის საფრინველე სისტემებში, სადაც არ არის ტრანსპორტიორი ან ასაფხეკი სისტემა, საჭიროა გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა შეგროვდეს მთლიანი ტრანშეის ფარგლებში;

ე) ექსკრემენტების ასაღები ლენტური ტრანსპორტიორის (კონვეიერი) სისტემების შემთხვევაში უნდა შეგროვდეს გაერთიანებული ნიმუში ექსკრემენტებისა კონვეიერის დასაცლელი ბოლოდა