1. ფრინველებში ანტიმიკრობული საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სალმონელას კონტროლის სპეციფიკური მეთოდი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკურ პირობებზე დაქვემდებარებით, ასევე „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად ან აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ანტიმიკრობული საშუალებები შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

ა) სალმონელას ინფექციამ ფრინველში, კლინიკური ნიშნებით შესაძლოა გამოიწვიოს ფრინველების გარდაუვალი ტანჯვა; ანტიმიკრობული საშუალებებით ნამკურნალები დაინფიცირებული გუნდი კვლავ განიხილება, როგორც სალმონელათი დაინფიცირებული; სანაშენე გუნდში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რათა რამდენადაც შესაძლებელია შემცირდეს სალმონელას გავრცელების რისკი დარჩენილი ფრინველების გამრავლების პირამიდაში;

ბ) სანაშენე გუნდში ცხოველთა ღირებული გენეტიკური მასალის შენარჩუნებისას, სალმონელასგან თავისუფალი ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით, მათ შორის „ელიტური გუნდი“, გადაშენების პირას მყოფი და სამეცნიერო კვლევისთვის განკუთვნილი ჯიშები; წიწილები, რომლებიც გამოჩეკილია ანტიმიკრობული საშუალებებით ნამკურნალები ფრინველისგან შეგროვებული საინკუბაციო კვერცხიდან გამოზრდის ეტაპზე ექვემდებარებიან ნიმუშის აღებას ყოველ მეორე კვირას სქემით, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი სალმონელას 1%-იან პრევალენტობის გამოვლენას, 95%- იანი სანდოობით;

გ) სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის შემთხვევაში, თითოეული შემთხვევის საფუძველზე, გარდა სალმონელას კონტროლის მიზნისა სალმონელას ინფექციაზე საეჭვო გუნდში, კერძოდ საკვებისმიერი აფეთქების ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ან ინკუბატორში ან სადგომში სალმონელას გამოვლენის შედეგად; თუმცა დასაშვებია, რომ გადაუდებელ სიტუაციაში განახორციელონ მკურნალობა წინასწარი ავტორიზაციის გაცემის გარეშე, რა დროსაც ნიმუშები აიღება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვეტერინარის მიერ და დაუყოვნებლივ მოხდეს ანგარიშგება მკურნალობის შესახებ სააგენტოსთან; გუნდი ჩაითვლება სალმონელათი დაინფიცირებულად, თუ ნიმუშის აღება არ მოხდება ამ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ და ექვემდებარება სააგენტოსადმი ანგარიშგებას. ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა და მგრძნობელობის ტესტების შედეგების საფუძველზე.

4. ამ მუხლში მითითებული დებულებები არ ვრცელდება სუბსტანციებზე (ნივთიერებებზე), მიკროორგანიზმებზე ან პრეპარატებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულია გამოყენებული იქნეს, როგორც საკვების დანამატებ