1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამიზნეების მისაღწევად, სააგენტო ვალდებულია, მოამზადოს სახელმწიფო კონტროლის პროგრამები, ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრულ თითოეულ ზოონოზსა და ზოონოზურ აგენტზე. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები განიხილული უნდა იქნეს ზოონოზის გეოგრაფიული განაწილებისა და ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, პირველადი მწარმოებლებისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორებზე ეფექტური კონტროლის დამყარებისათვის.

2. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა იყოს უწყვეტი და გრძელდებოდეს სულ მცირე სამი თანმიმდევრული წლის განმავლობაში.

3. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები:

ა) ითვალისწინებს ზოონოზების და ზოონოზური აგენტების გამოვლენას ამ წესის დანართით N2 „დანართი N1-ით განსაზღვრული ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების სახელმწიფო კონტროლი“ განსაზღვრული ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნებისა და წესების შესაბამისად;

ბ) განსაზღვრავს სააგენტოსა და ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორების შესაბამის პასუხისმგებლობებს;

გ) განსაზღვრავს ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოვლენის შემდეგ კონტროლის ღონისძიებებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის ამ წესის დანართი N2-ით განსაზღვრული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) საშუალებას იძლევა, შეფასდეს პროგრესი და მოხდეს ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების გამოვლენის შედეგად მიღებული შედეგების ფონზე სახელმწიფო კონტროლის პროგრამების გადახედვა.

4. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა შეიცავდეს სასურსათო ჯაჭვის სულ მცირე შემდეგ ეტაპებს:

ა) ცხოველის საკვების წარმოება;

ბ) ცხოველების პირველადი წარმოება;

გ) ცხოველური წარმოშობის სურსათის გადამუშავება და მომზადება.

5. სახელმწიფო კონტროლის პროგრამები უნდა შეიცავდეს, სადაც საჭიროა, ქვეყანაში დანიშნულებისამებრ გაგზავნილი საინკუბაციო კვერცხისა და გამოსაკვლევი ცხოველების ტესტირების (გამოკვლევის) მეთოდებისა და ტესტის (გამოკვლევის) შეფასების კრიტერიუმების შესახებ დებულებებს, როგორც ამ წესის დანართი N2-ის პირველი მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ნაწილს.

6. ამ წესით გათვალისწინებული სამიზნეების დადგენიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტო ვალდებულია წარუდგინოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის პროგრამები და დაადგინოს განხორციელების ზომებ