თავი VII — 18. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით
1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.
2. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც/რომლებიც უნდა შემოწმდეს/შემოწმდნენ, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7127
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება