1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნით (სათიბად და საძოვრად) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნიადაგის დაცვის ლაბორატორიული კვლევების, ნიადაგის დაცვის ღონისძიებების განხორციელების და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზების მეთოდებზე და ვადებზე.
2. დაუშვებელია სასოფლო-სამურნეო მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.
თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლო