1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება დასაშვებია არაუმეტეს 49 წლის ვადით.
2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება ერთ ჰექტარზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ამ წესით დადგენილი აუქციონის წესი