1. ტყითსარგებლობის გეგმაში აისახება:
ა) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებული ობიექტის ადგილმდებარეობა, გარე საზღვრები, სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების საზღვრების ჩვენებით;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ბუნებრივი პირობების და ტყემცენარეულობის ზონების მოკლე აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი, რელიეფი და გეოლოგიური აგებულება, ოროგრაფიული ბარიერები, სხვადასხვა დანიშნულების დერეფნები, ნიადაგის ტიპები, ჰავა, მცენარეული საფარი, გავრცელებული მერქნიანი მცენარეების სახეები, ნიადაგები, წყლები, ჭაობები და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ცხოველების და მცენარეული სახეობების გავრცელების არეალის მდგომარეობა და სხვა, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების მდგომარეობა.
2. სალიცენზიო ფართობის ტყის დახასიათება და ძირითადი მაჩვენებლები:
ა) ტყის ფართობების ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებად განაწილება;
ბ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების ფართობების მიხედვით ჩამონათვალი;
გ) ტყეების ფართობების და მარაგების განაწილება ხნოვანების კლასებად, გაბატონებული მერქნიანი სახეობების ფარგლებში;
დ) ფართობების და მარაგების განაწილება ფერდობთა დაქანების ჯგუფებად;
ე) ტყეების ფართობების განაწილება ბონიტეტების კლასების და სიხშირეების მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლეების და ექსპოზიციების მიხედვით;
ვ) ტყით დაფარული ფართობების განაწილება ტყის ტიპების მიხედვით. მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საბურველქვეშ არსებული მოზარდის დახასიათება.
3. ტყითსარგებლობის გეგმაში ასევე აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ნიადაგების, უნიკალური და მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მაქსიმალურად შენარჩუნების მეთოდები; „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჰაბიტატების მაქსიმალურად დაცვის მექანიზმები;
ბ) ტყის სანიტარიული მდგომარეობა, ტყის დაცვის, მოვლასა და აღდგენას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს დაქვემდებარებული ფართობები, ტყის ენტო და ფიტომავნებლებით ტყეების დაზიანების ხარისხი, დაავადებების პრევენციული და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების, ტყის აღდგენა–გაშენებას დაქვემდებარებული ფართობების ნუსხა, გაშენებისათვის მერქნიანი მცენარეების, გაშენების წესების და ნარგაობის შემდგომი მოვლის რეკომენდებული მეთოდები, ცალკეული ტერიტორიების სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით და ღონისძიებების განხორციელების ვადები;
გ) მერქანზე და ტყის სხვა რესურსებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა;
დ) არსებული და დასაპროექტებელი სატრანსპორტო გზების დახასიათება, მათ შორის, საერთო სარგებლობის რკინიგზის და საავტომობილო გზები, ტყის ცენტრალური და დამხმარე საავტომობილო გზების, მორსათრევების სიგრძე, დახასიათება და მდგომარეობა და მდებარეობა (სატყეო);
ე) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურულ-ისტორიული, საკულტო (რელიგიური) დანიშნულების ადგილები, სატყეო უბნების სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით გეომონაცემთა ბაზაში და კარტოგრაფიულ მასალებში ასახვა;
ვ) სარევიზიო პერიოდში, მათ შორის, ყოველწლიურად განსახორციელებელი ტყითსარგებლობის სახეები, მოცულობებისა და ფართობების ჩვენებით სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით;
ზ) ტერიტორიის (სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების მიხედვით) დაყოფა ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ნუსხა;
თ) ტყითსარგებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად მოსაწყობი ინფრასტრუქტურის (სატყეო საწყობები, ხერგილები, ხეტყის დასატვირთი მოედნები და ბაქნები, ბილიკები, თავშესაფრები, და სხვა დროებითი ნაგებობები) მოწყობის ვადები, ადგილმდებარეობის (სატყეო უბნები, სატყეოები, კვარტალები და ლიტერები) მითითებით;
ი) ტყითსარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი - სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა, კარტოგრაფიული მასალა UTM (WGS-84) მეტრულ კოორდინატთა სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით); მთავარ სარგებლობას და ტყის მოვლით ჭრებს დაქვემდებარებული ტერიტორიების ნუსხა სატყეოების, სამცველოების მიხედვით, ფართობებისა და მარაგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მითითებით, გზით მისადგომობისა და რესურსის ათვისების სირთულის მიხედვით; საანგარიშო ტყეკაფების ოდენობა, ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა;
კ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მონაცემებ