1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ გათვალისწინებული საფუძვლებით და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ;
ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობის/ოდენობის და განხორციელების მეთოდების შესახებ;
გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის/ოდენობის შესახებ.
3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყის მართვის ორგანოს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის ტყით სპეციალური სარგებლობა.
4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს ტყითმოსარგებლე და ამტკიცებს ტყის მართვის ორგან