მუხლი 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები
თავი XI — თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა
1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობა ძალას იძენს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს.
2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.
3. ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი XII
ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები 1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. შესაბამისლიცენზიის/ნებართვის გადაწყვეტილებაშიგამცემი მოცემულიადმინისტრაციული უნდაორგანო იყოს:ვალდებულია ა)ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის ფართობისამართვის დაორგანო. მისიტყის საზღვრებისმართვის შესახებორგანოს ინფორმაციამიერ (საკადასტროტყითსარგებლობის აზომვითიუფლების ნახაზი);მინიჭებაზე ბ)უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის ფართობისმართვის მდებარეობისორგანოს (სატყეო,მიერ კვარტალი,ტყითსარგებლობაზე ლიტერი,გაცემული სიმაღლეთანხმობა ზღვისძალას დონიდან,იძენს დაქანება,შესაბამისი ექსპოზიციალიცენზიის/ნებართვის დაგაცემისთანავე. სხვა)თევზის შესახებმეურნეობის ინფორმაცია;ან/და გ)სამონადირეო ტყისმეურნეობის ფართობზემოწყობის არსებულიმიზნით დატყითსარგებლობის მოსაწყობიგანსახორციელებლად გზებისატყით დასპეციალური სხვასარგებლობით ინფრასტრუქტურისდაინტერესებული შესახებპირი ინფორმაცია;იხდის დ)მხოლოდ შერჩეულისაქართველოს ტყისკანონმდებლობით ფართობისგათვალისწინებულ მიმდებარეშესაბამის ტერიტორიებისსალიცენზიო/სანებართვო ზოგადისაფასურსა დახასიათება.და მოსაკრებელს. 2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 3. ტყითმოსარგებლე ტყისსაქართველოს მართვისკანონმდებლობით ორგანოსდადგენილი წარუდგენსწესით „ტყითსარგებლობისშეიმუშავებს წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შემუშავებულ თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისმართვის მიზნითგეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის გეგმას.განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია. თავი XII ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
Kკასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 67-ე, 63-ე მუხლები, ასევე, არასწორად გამოიყენა და არასწორი განმარტება მისცა საქართველოს ტყის კოდექსის 53-ე, 57-ე, 61-ე მუხლებს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ტ-ს”…
…ტყის ფონდის ტერიტორიებით და იყენებდნენ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის ჩამოყალიბებული ჩვეულებებისა და ტრადიციების საფუძველზე, რაც ტყის კოდექსის 56-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ტყით სარგებლობის ერთ-ერთ სახეს, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას ენიჭება უპირატესობა ტყით სარგებლობის უფლების მოპოვებისას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „FOREST CODE OF GEORGIA“, მუხლი 61, №5949-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4874066/muxli-61/