1. მგზავრს, მგზავრობის დაწყებისთანავე, უნდა ჰქონდეს მოქმედი ბილეთი და მან ის უნდა წარადგინოს ბილეთების შემოწმებისას. მგზავრს უფლება აქვს მოქმედი ბილეთის არსებობა დაადასტუროს ალტერნატიული საშუალებით (მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით), თუ ამას ითვალისწინებს გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები.

2. მგზავრმა გადაყვანა-გადაზიდვის საფასურთან ერთად უნდა გადაიხადოს დამატებითი თანხა გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ბილეთების შემოწმებისას არ წარადგენს მოქმედ ბილეთს.

3. თუ მგზავრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გადაიხდის გადაყვანა-გადაზიდვის საფასურსა და დამატებით თანხას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და თუ მომდევნო რკინიგზის სადგური არ არის საბოლოო დანიშნულების პუნქტი, მოხდება მგზავრობის შეწყვეტა მომდევნო რკინიგზის სადგურში.

4. გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს, რომ მგზავრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გადაყვანა-გადაზიდვის სათანადოდ განხორციელებას ან სხვა მგზავრებს, არღვევენ საჯარო წესრიგს, მგზავრთა გადაყვანის წესებს ან/და მიუღებელი ფორმით აწუხებენ სხვა მგზავრებს, უარი ეთქვათ მატარებლით მგზავრობაზე სარკინიგზო საწარმოს მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით ან/და მოეთხოვოთ მგზავრობის შეწყვეტა. ამასთან, ასეთ მგზავრებს შესაძლოა, არ მიეცეთ გადაყვანისათვის ან რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების უფლება. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს სარკინიგზო საწარმოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომელი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

5. მგზავრმა უნდა შეასრულოს საბაჟო ან/და სხვა მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

6. გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია დაადგინოს მგზავრისა და ბარგის (მათ შორის ხელბარგის) ბორტზე დაშვებისა და შემოწმების პროცედურებ