1. თუ გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ბარგის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ბილეთის წარდგენით, რომელიც ძალაშია სულ მცირე ბარგის დანიშნულების პუნქტში მიტანამდე.
2. თუ გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით გათვალისწინებულია, რომ ბარგის მიღება გადასაზიდად შესაძლებელია ბილეთის წარდგენის გარეშე, წინამდებარე წესის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს მგზავრის უფლებებსა და ვალდებულებებს მის რეგისტრირებულ ბარგთან მიმართებით, ვრცელდება ასეთი რეგისტრირებული ბარგის გამგზავნზე.
3. გადამყვან-გადამზიდველს შეუძლია რეგისტრირებული ბარგი გაგზავნოს სხვა მატარებლით, ტრანსპორტის სხვა სახეობით და სხვა მარშრუტით, რომელსაც არ იყენებს მგზავრ