2. ბარგის ადგილზე მიტანის დაგვიანების დრო გამოიანგარიშება იმ დღის 24 საათის დადგომიდან, როცა ბარგი უნდა მოსულიყო.

3. ბარგის ადგილზე მიტანის დაგვიანებისთვის საურავის გადახდას უზრუნველყოფს დანიშნულების სადგურის უფროსი, მგზავრის მოთხოვნით რკინიგზის მუშაკების მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.

4. თანხის გადახდის შესახებ შედგენილ აქტში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ბარგის ქვითრის ნომერი, გადასაზიდად ბარგის მიღების დრო, ბარგის მოსვლის დრო, ბარგის ადგილზე მიტანის ვადის თარიღი, გადაზიდვისთვის გადახდევინებული თანხა, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, გადასახდელი თანხა, ბარგის მიმღების სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი (სიტყვიერად), პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გაცემის თარიღი, ვის მიერ არის გაცემული და ნომერ