2. თუ წარმოდგენილია ამ რაოდენობაზე მეტი, მაგრამ 9-ზე ნაკლები სამგზავრო დოკუმენტი, მათი საფასურის დაბრუნება შეიძლება სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის), მისი მოადგილეების ან ვაგზლის უფროსის მორიგე თანაშემწის ნებართვით მას შემდეგ, რაც ისინი შეამოწმებენ სამგზავრო დოკუმენტებს. ჯგუფური განცხადებით (10 კაცი და მეტი) საფასურის დაბრუნება ხდება პრეტენზიის წარდგენის გზით რკინიგზის მეშვეობით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშისწორებით. ჯგუფური განცხადებით (10 კაცი და მეტი) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის ფულის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით მოსწავლეთა გადასაყვანად ხდება ჯგუფის ხელმძღვანელის განაცხადით, სადაც აღნიშნულია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და საცხოვრებელი ადგილ