2. რკინიგზის მიერ დაწესებულებებისთვის, საწარმოებისთვის, ტურისტული და სხვა ორგანიზაციებისთვის საფასურის დაბრუნება გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტებისთვის წარმოებს, თუ სამგზავრო დოკუმენტებზე არის აღნიშვნები სადგურების ან ვაგზლების მიერ მათი გაუქმებისა და გამოუყენებელი ადგილების ჩაბარების დროის (რიცხვი, საათი) შესახებ.

3. კომპიუტერული სისტემის მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორებით გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების საფასურის დაბრუნების საკითხს განიხილავს რკინიგზა წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე სისტემაში სავალდებულო დაბრუნების პირობი