2. უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით ჯგუფური განაცხადებით (მოსწავლეთა ჯგუფების გარდა) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტებისთვის საფასურის დაბრუნება წარმოებს წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ იმ ორგანიზაციის ან დაწესებულების ანგარიშსწორების ანგარიშით, რომელმაც შეიძინა სამგზავრო დოკუმენტები.

3. გადაჯდომის პუნქტში მთლიანად ჯგუფის მგზავრობაზე უარის შემთხვევაში სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უფლება აქვს შეთანხმებული მატარებლის გასვლამდე არანაკლებ 5 საათით ადრე შეწყვიტოს ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუვლელი მანძილის საფასურის დაბრუნების საკითხს პრეტენზიის წარდგენის საფუძველზე განიხილავს რკინიგზ