2. აქტს ან ცნობას გასცემს მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და ამოწმებს სადგურის შტამპელით.

3. ნაკლებფასიან ვაგონში მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ღირებულების სხვაობის გადახდა ხდება გაგზავნის სადგურში მატარებლის გასვლის დღეს, დანიშნულების სადგურში – მატარებლის ჩასვლის დღეს.

4. მგზავრს, რომელიც არ ისარგებლებს თავისი უფლებით მიიღოს გაგზავნის სადგურში ან დანიშნულების სადგურში მგზავრობის ღირებულების სხვაობა, შეუძლია ანაზღაურების უფლების მოთხოვნის წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს პრეტენზია რკინიგზაშ