2. ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩატვირთვის დანიშნული დროის შესახებ ტვირთგამგზავნი ვეტერინარულ სამსახურს ატყობინებს ვაგონის დასატვირთად ჩამოყენებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
3. ხორცსა და ხორცპროდუქტებს ტვირთგამგზავნი გადასაზიდად წარადგენს მხოლოდ იმ სადგურამდე და იმ ტვირთმიმღების მისამართით, რომელიც აღნიშნულია ვეტერინარულ მოწმობაში. დანიშნულების სადგურისა და ტვირთმიმღების შეცვლა დატვირთვის ან მისამართის შეცვლის დროს დაიშვება მხოლოდ ვეტერინარული სამსახურის თანხმობით