1. ბოცვრის ნაკლავი გადასაზიდად მიიღება დაკლული ფრინველის ჩასაწყობად მოსახმარ ყუთებში, გაყინულ მდგომარეობაში, არა უმეტეს მინუს 9 გრადუსი ტემპერატურით.
2. ბოცვრის ნაკლავი უნდა იყოს გატყავებული, უთავო და ამოცლილი უნდა ჰქონდეს შინაგანი ორგანოები, თირკმლების გარდა.
3. ფრინველის, ბოცვრის ხორცი და გაუპუტავი ნანადირევი ფრინველი, რომელსაც აქვს ობის, გალორწოვანების ნიშნები, დაჰკრავს მჟავე სუნი, აგრეთვე აქვს ტენიანი ზედაპირი, გადასაზიდად არ მიიღება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 230
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 230, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-230/