1. ენდოკრინულ-ფერმენტული (კუჭუკანა, ფარისებრი, თირკმლისზედა და სხვა ჯირკვლები, ჰიპოფიზი, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსი, სათესლეები, საკვერცხეები) და სამედიცინო წარმოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნედლეული (ღორის ფილტვები, ტვინი, ჯიგარი, თირკმელები, ელენთა, თვალის მინისებრი სხეული, ენის ლორწოვანი გარსი) გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს არა უმეტეს მინუს 20 გრადუსი ტემპერატურით.
2. დასაშვებია ენდოკრინული ნედლეულისა და გაყინული ხორცის ერთობლივი გადაზიდვა სარეფრიჟერატორო ვაგონებში. ამ შემთხვევაში, გაყინული ხორცის ტემპერატურა, ჩატვირთვის დროს, არ უნდა აღემატებოდეს მინუს 20 გრადუსს.
3. ენდოკრინული ნედლეული იფუთება ტომრებში და ზედნადებში აღინიშნება: „ნედლეული სამედიცინო პრეპარატების წარმოებისთვის”.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 232
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 232, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-232/