1. სისხლისა და მისი ფრაქციების გაყინული ბლოკები (პლაზმა, შრატი, ფერმენტული ელემენტები) უნდა შეიფუთოს ყუთებში, ქაღალდის ან კომბინირებული მასალის ტომრებში და უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 12 გრადუსისა.
2. დაშაშხულ ბარკალს, მკერდის ორცს, „კორეიკას” და სხვა უმადშებოლილ ხორცეულს (შემდგომ – შაშხეული) უვაკუუმო შეფუთვაში უნდა ჰქონდეს კარგად გამოხატული შაშხის სუნი, მშრალი, სუფთა, თანაბარზომიერად შებოლილი ზედაპირი, ხორცისა და ქონის გამონაგლეჯი ადგილების, ხორცის ფოჩების, ობისა და ჯაგრის ნარჩენების გარეშე.
3. შაშხეული გადაიზიდება ყუთებსა და კასრებში, სასურსათო ცხიმმოსმული.
4. შაშხეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს 0-დან მინუს 9 გრადუსამდე ტემპერატურით. დაიშვება გადასაზიდად შაშხეულის მიღება, თუ ტემპერატურა 0-დან პლუს 4 გრადუსამდეა, როდესაც მისი დაგროვებისა და გადაზიდვის ვადა არ აღემატება 20 დღეს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 233
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 233, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-233/