1. გადასაზიდად წარსადგენ ღორის ქონს, (შპიკს) უნდა ჰქონდეს: ტემპერატურა არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ფერი – თეთრი ან თეთრ-მოვარდისფრო, არ უნდა დაჰკრავდეს სიყვითლე, გამუქება ან რაიმე სხვა ელფერი; კონსისტენცია – მკვრივი, არაზეთოვანი და არაწებოვანი; გემო და სუნი – ისეთი, როგორიც ახასიათებს ახალ, დამარილებულ ან დამარილებულ-შებოლილ ღორის ქონს, ყოველგვარი სხვა უცხო გემოსა და სუნის გარეშე. ღორის ქონი გადაიზიდება შეფუთული სახით.
2. ცხოველთა სასურსათო ცხიმი (საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის და ძვლისა) გადაიზიდება კასრებით, აგრეთვე ყუთში მონოლითის სახით ჩაწყობილი, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსი ტემპერატურით, ხოლო ცხიმგაუმტარ ქაღალდში გახვეული, ძელაკებად დაფასოებული და ყუთში ჩაწყობილი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსი ტემპერატურით.
3. ჰერმეტულად შეფუთული თითოეული სასურსათო ცხიმი გადაიზიდება დახურულ ან იზოთერმულ ვაგონებში, მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 235
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 235, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-235/