1. გაყინული თევზის კეთილხარისხოვნების ნიშნებია:
ა) სხეულის ზედაპირი – სუფთა, ბუნებრივი შეფერილობისა;
ბ) ლაყუჩები – ღია ან მუქი წითელი;
გ) სუნი (გალხობის შემდეგ) – ახალი თევზისა, მანკიერი ნიშნების გარეშე.
2. გაყინული თევზის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ ყუთებსა და სასურსათო ტომრებში შეფუთული.
3. გაყინული თევზი და გაყინული თევზის ფილე, რომელიც შეფუთულია აფსკიან პაკეტებსა და მუყაოს შეკვრებში, პოლიმერული დაფარვის გარეშე იწყობა ყუთებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 239
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 239, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-239/