2. ცხლად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ გაყინული სახით. ცხლად შებოლილი თევზი და ზურგიელის ნაწარმი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში და გასინჯვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს მინუს 18 გრადუსისა.
3. ცივად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის ტემპერატურა, დატვირთვისას, არ უნდა აღემატებოდეს 0 გრადუსს და მისი გადაზიდვა წარმოებს იზოთერმულ ვაგონებში.
4. ცივად შებოლილი ორაგულისებრი თევზი და კბილებიანი ვეშაპი, აგრეთვე, ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი ზურგიელის ნაწარმი, შეფუთული უნდა იყოს მხოლოდ ყუთებში.
5. ყუთზე, რომელშიც მოთავსებულია ცხლად შებოლილი გაყინული თევზი, მსხვილი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა „გაყინულია”.
6. ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი თევზის, მათ შორის, ზურგიელის ნაწარმის ყუთების ტორსულ კედლებზე შეიძლება დატანებული იყოს 25 მმ-დან 30 მმ-მდე დიამეტრის ორი-სამი მრგვალი ნახვრეტი
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 242. 1. ცივად და ცხლად შებოლილი თევზი, ზურგიელის ნაწარმი, მზეზე გამოყვანილი და სხვა თევზეული გადაიზიდება მხოლოდ ტარაში
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 236. 1. დამარილებული ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი და დამარილებული ენა გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს კასრებში, რომელიც მარილწყლით არის სავსე. დამარილებული ხორცი, რომლის დამარილების ვადა 10 დღეზე ნაკლებია,
- მუხლი 237. 1. ხინკალი და პელმენი შეკვრაში, ხორცის ნახევარფაბრიკატი, რომელიც დაფასოებულია პოლიმერისაფსკგადაკრულ პატარა ხონჩებში, აგრეთვე სოსისი და სარდელი პოლიმერულ შეფუთვაში იწყობა მუყაოს ყუთებში და გადასაზიდად
- მუხლი 238. 1. გადასაზიდად წარდგენილ გაყინულ თევზს, თევზისა და ზღვის სავარცხელას ფილეს, მიდიებს, ტრეპანგებს, კიბორჩხლის ჩხირებს, კიბორჩხალს, მოხარშულ-გაყინულ კრევეტებს და სხვა გაყინულ ზღვის პროდუქტებს, დატვირთვის
- მუხლი 239. 1. გაყინული თევზის კეთილხარისხოვნების ნიშნებია:
- მუხლი 240. 1. გაცივებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, ყუთებში ან მშრალი ტარის კასრებში. ზუთხისებრი და ორაგულისებრი თევზი იწყობა მხოლოდ ყუთებში
- მუხლი 241. 1. გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50
- მუხლი 244. 1. ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ3-ს
- მუხლი 245. 1. ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დასატვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდა
- მუხლი 246. 1. ხილ-ბოსტნეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს ქორფა, სუფთა, მექანიკური და მავნებელ-დაავადებებით დაზიანების გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი გარეგნული ტენიანობა, აგრეთვე იყოს სიმწიფის მიხედვით ერთგვ
- მუხლი 247. 1. ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით
- მუხლი 248. 1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 242, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-242/