2. ნაყოფში ტოქსიკური ელემენტების, პესტიციდებისა და ნიტრატების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო-ბიოლოგიური მოთხოვნების და სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხის სანიტარული ნორმებით დადგენილ დასაშვებ დონეს.
3. თუ ხილ-ბოსტნეულის უტაროდ გადაზიდვა არ არის გათვალისწინებული სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით, იგი ჩაწყობილი უნდა იყოს თითოეული სახეობისთვის შესატყვის შემდეგ ტარაში:
ა) საგვიანო კარტოფილი ყუთებში, ყუთის ქვეშებში, ქსოვილისა და ბადის ტომრებში, ხოლო საადრეო კარტოფილი – მკვრივ ტარაში;
ბ) სუფრის ჭარხალი და სტაფილო – ყუთებში, ქსოვილის ტომრებსა და ყუთის ქვეშებში;
გ) თავიანი ხახვი - ფიცრის ყუთებში, ბადისა და ქსოვილის ტომრებში;
დ) ნიორი – ყუთებში;
ე) კიტრი, ბადრიჯანი, ყაბახი, ყვავილოვანი კომბოსტო – ფიცრის ყუთებში;
ვ) საადრეო თავთეთრა კომბოსტო – ყუთებში, ხოლო საშუალო სიმწიფის, საშუალო-საგვიანო და საგვიანო სიმწიფისა – ყუთებსა და ყუთის ქვეშებში;
ზ) პატარა ნესვი – ფიცრის ყუთებში, ხოლო მსხვილი ნესვი და სასურსათო გოგრა – სპეციალიზებულ კონტეინერებსა და გალიებში;
თ) სასურსათო საზამთრო – ყუთის ქვეშებში;
ი) პამიდორი, ტკბილი წიწაკა – ფიცრის ყუთებსა და ხონჩა-ყუთებში;
კ) ვაშლი, მსხალი, კომში – ფიცრის ყუთებში, ხოლო საგვიანო ვაშლი, ასევე გოფრირებულ მუყაოს ყუთებში;
ლ) ბროწეული და ხურმა – ფიცრის ყუთებში;
მ) ყურძენი, გარგარი, ატამი, ალუჩა, ქლიავი, ბალი და ალუბალი – ფიცრის ყუთებსა და ხონჩა-ყუთებში;
ნ) მოცხარი და ხურტკმელი – ხონჩა ყუთებში;
ო) მარწყვი – ხონჩა-ყუთებსა და ლარტყულიან ჭურჭელში;
პ) ციტრუსის ნაყოფი (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიფრუტი), სუბტროპიკული და ტროპიკული ხილი – ხისა და მუყაოს ყუთებში.
4. ხილ-ბოსტნეული დახურულ ტარაში იწყობა მჭიდროდ, ტარის პირთამდე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და არ ეხეთქებოდეს. ყოველ ყუთში იწყობა ერთი პომოლოგიური ჯგუფისა და ერთი ზომითი კატეგორიის ნაყოფი.
5. მასობრივი დამზადების პერიოდში, ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან შეთანხმებით, დაიშვება დახურულ ვაგონებში საგვიანო კარტოფილის, სუფრის ჭარხლის, საზამთროს, სასურსათო გოგრის, საშუალო საგვიანო და საგვიანო თავთეთრა კომბოსტოს, აგრეთვე სპირტის, სახამებლისა და ბადაგის წარმოებისთვის განკუთვნილი კარტოფილის დაყრით გადაზიდვა. ხანგრძლივ შესანახი კარტოფილი გადაიზიდება მხოლოდ ტარაში.
6. ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვა სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში ხორციელდება მხოლოდ ტარაში
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 246. 1. ხილ-ბოსტნეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს ქორფა, სუფთა, მექანიკური და მავნებელ-დაავადებებით დაზიანების გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი გარეგნული ტენიანობა, აგრეთვე იყოს სიმწიფის მიხედვით ერთგვ
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 239. 1. გაყინული თევზის კეთილხარისხოვნების ნიშნებია:
- მუხლი 240. 1. გაცივებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, ყუთებში ან მშრალი ტარის კასრებში. ზუთხისებრი და ორაგულისებრი თევზი იწყობა მხოლოდ ყუთებში
- მუხლი 241. 1. გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50
- მუხლი 242. 1. ცივად და ცხლად შებოლილი თევზი, ზურგიელის ნაწარმი, მზეზე გამოყვანილი და სხვა თევზეული გადაიზიდება მხოლოდ ტარაში
- მუხლი 244. 1. ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ3-ს
- მუხლი 245. 1. ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დასატვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდა
- მუხლი 247. 1. ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით
- მუხლი 248. 1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში
- მუხლი 249. 1. ცოცხალი მცენარეების და ყვავილების, აგრეთვე სათესლე-სარგავი მასალის გადაზიდვის ხერხსა და ვადას ადგენს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს ზედნადებში. ცოცხალი მცენარეები და ყვავილები გადაიზიდება მხოლოდ ტვირთ
- მუხლი 250. 1. რძე და რძის პროდუქტები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს გაციებულ მდგომარეობაში, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსის ტემპერატურით
- მუხლი 251. 1. რძე, გარდა ცისტერნებში გადასაზიდისა, და რძის პროდუქტები დაფასოებული უნდა იყოს:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 246, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-246/