1. რძე და რძის პროდუქტები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს გაციებულ მდგომარეობაში, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსის ტემპერატურით.
2. რძე უნდა იყოს სუფთა, არ უნდა დაჰკრავდეს უცხო გემო, სუნი და უნდა წარმოადგენდეს უნალექო, თეთრი ფერის, ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე ერთგვაროვან სითხეს.
3. სტერილიზებული რძე და ნაღები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს არა უმეტეს 10 გრადუსი ტემპერატურით, გამომუშავების დღიდან არა უმეტეს ერთი თვის შენახვის ვადით.
4. გაყინული ხაჭო გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს მინუს 12 გრადუსი ტემპერატურით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 250
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 250, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-250/