1. ძელაკებად დაფასოებული, პერგამენტში ან დამუშავებულ კილიტაში გახვეული მყარი მარგარინი, გამყარებული საკონდიტრო, პურსაცხობი და კულინარიული ცხიმი (შემდგომ – გამყარებული ცხიმი), იფუთება ყუთებში, ხოლო დაუფასოებელი (მონოლითის სახით) იწყობა ყუთებში, რომლებიც ამოფენილია პერგამენტით ან პოლიმერის აფსკით.
2. დაუფასოებელ მყარ მარგარინსა და გამყარებულ ცხიმს, რომლის სიმაგრე 40 გრ/სმ და ნაკლებია, ან დაფასოებულს, რომლის სიმაგრე 50 გრ/სმ და ნაკლებია, ვაგონში ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 10 გრადუსისა, ხოლო შესაბამისად 40 გრ/სმ და 50 გრ/სმ-ზე მეტი სიმყარის პროდუქცია გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს პლუს 15 გრადუსის ტემპერატურით.
3. მყარი მარგარინი და გამყარებული ცხიმი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს არ აღემატება, დაიშვება ამ ტვირთის დახურულ ვაგონებში გადაზიდვა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 254
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 254, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-254/