1. ცოცხალი მცენარეების და ყვავილების, აგრეთვე სათესლე-სარგავი მასალის გადაზიდვის ხერხსა და ვადას ადგენს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს ზედნადებში. ცოცხალი მცენარეები და ყვავილები გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის გამყოლთა თანხლებით.
2. სათესლე რკო ჩაიწყობა ფიცრის ყუთებში. არ დაიშვება გადასაზიდად ტენიანი, წინასწარ გაუშრობელ-გაუნიავებელი, აგრეთვე 0,5 სმ-ზე მეტი ღივის მქონე რკოს წარდგენა.
3. ქორფა ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვის ზღვრული ვადები მოცემულია ამ წესების დანართში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 249
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 249, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-249/