2. წლის ზაფხულის პერიოდში, პლუს 30 გრადუსამდე გარე ჰაერის ტემპერატურის დროს ცისტერნებში ჩასხმისას, რძეს უნდა ჰქონდეს არა უმეტეს პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო უფრო მაღალი გარე ტემპერატურისას – არა უმეტეს პლუს 2 გრადუსი.
3. ზამთრის პერიოდში რძეს, ცისტერნებში ჩასხმისას, უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა ნაკლებ პლუს 8 გრადუსისა.
4. ცისტერნები რძით უნდა შეივსოს ხუფის ნახევარსიმაღლემდე. სამსექციან ცისტერნებში, ნებადართულია, აივსოს ორი კიდურა ან ერთი შუა სექცია. არ დაიშვება ერთი კიდურა ან კიდურა და შუა სექციის რძით ავსება. ცისტერნებში რძე გადაიზიდება ცისტრენებში თხევადი ტვირთის გადაზიდვის ზოგადი მოთხოვნების დაცვით