2. ერბო გადასაზიდად მიიღება ხის კასრებში, რომლებსაც ამოგებული აქვს პოლიმერის აფსკი, ან ყუთებში ჩაწყობილ მინისა და თუნუქის ქილებში. აფსკამოუფენელი კასრების ზედაპირი დაფარული უნდა იყოს კაზეინის მინანქრით ან მისი შემცველი სხვა საფარველით.
3. კარაქის მონოლითად გადაზიდვისას, ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი ან პოლიმერის აფსკი, ფიცრის ყუთები უნდა იყოს დაჭედებული, ხოლო ტორსზე გამაგრებული ფოლადის ლენტით ან მავთულით.
4. ნაღების კარაქს უნდა ჰქონდეს სუფთა, ამ სახეობის კარაქისთვის დამახასიათებელი გემო და სუნი, ერთგვაროვანი და მკვრივი კონსისტენცია, ფერი – თეთრიდან ყვითლამდე, მთელ მასაში ერთგვაროვანი, ზედაპირი გაჭრისას – ოდნავ ბრჭყვიალა და მშრალი, ანდა ტენის ერთგვაროვანი უმცირესი წვეთების მქონე.
5. ერბოს უნდა ჰქონდეს რბილი მარცვლოვანი კონსისტენცია. გადასაზიდად წარდგენილ ერბო-კარაქის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს:
ა) კარაქისა და ერბოსი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსისა;
ბ) საექსპორტოდ გასაგზავნის – არა უმეტეს მინუს 14 გრადუსისა.
6. კარაქი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო ზამთრისა და გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ტემპერატურა 6 გრადუსზე ნაკლებია, ერბოს გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში