1. მაჭიკის (დვრიტით ამოყვანილი) მაგარი ყველი იფუთება ყუთებში. დატვირთვისას ყველს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის და წლის გარდამავალ პერიოდში – არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 8 გრადუსისა. მდნარი ყველი უნდა ჩაიწყოს ყუთებში და ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის პერიოდში ჩატვირთვის დროს – არაუმეტეს პლუს 2 გრადუსისა, ხოლო ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 5 გრადუსისა.
2. ბრინზა გადაიზიდება ხის კასრებში, რომელიც არ ატარებს მარილხსნარს, ხოლო თუნუქის ქილებსა ან „ტბა“ პაკეტებში დაფასოებული – ყუთებში. კასრში ისხმება სუფთა მარილხსნარი. ბრინზას უნდა ჰქონდეს სუფთა, ულორწოო და უქერქო ზედაპირი.
3. ნაყინი გადაიზიდება ლითონის ქილებში, ხოლო წვრილად დაფასოებული – კოლოფებში, სპეციალურ კონტეინერებსა და სხვა ტარაში მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. ამ შემთხვევაში, ყოველ ვაგონში, ტვირთგამგზავნის სახსრებით დამატებით იტვირთება 2,0 – 3,0 ტონა მშრალი ყინული. ნაყინის ტემპერატურა, კვერცხის ჩატვირთვისას, უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 20 გრადუსისა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 258
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 258, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-258/