1. ქათმის სასურსათო კვერცხი (გაუცივებელი და გაცივებული) გადაიზიდება სპეციალურ უჯროვან შეფუთვაში, რომელიც ყუთებში იწყობა. გაცივებული კვერცხის ტემპერატურა, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა იყოს არაუმეტეს პლუს 6 გრადუსი.
2. გაუცივებელი კვერცხი ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება პლუს 25 გრადუსს, აგრეთვე წლის გარდამავალ პერიოდში გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, გადაიზიდება დახურულ ვაგონებში.
3. დიეტური კვერცხი რკინიგზით არ გადაიზიდება.
4. გაყინული კვერცხის პროდუქტები (კვერცხის მელანჟი, გული და ცილა) გადაიზიდება თეთრი თუნუქით ჰერმეტულად დარჩილულ ქილაში, რომელიც ყუთშია ჩაწყობილი.
5. სარეფრიჟერატორო ვაგონებში რძის, ყველ-კარაქის და ცხიმის მრეწველობის პროდუქციისა და კვერცხის გადაზიდვის ზღვრული ვადა განსაზღვრულია ამ წესების დანართში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 259
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 259, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-259/