1. ლითონისა და მინის შუფუთვის დაკონსერვებული პროდუქცია გადაიზიდება ყუთებში, ხოლო შეუფუთავი – პოლიეთილენის ჩანართიან კასრებში.
2. პროდუქციანი კასრები და ქილები უნდა იყოს მჭიდროდ დახუფული და არ ჟონავდეს.
3. მინის ქილები იწყობა განივ და გრძივ უჯრედიან ტიხრის მქონე ყუთებში. ლითონის ქილების ჰორიზონტალურ რიგებს ყუთებში დატანებული უნდა ჰქონდეს მუყაოს ან მკვრივი ქაღალდის შუასადებები.
4. დაიშვება კონსერვირებული პროდუქციის გადაზიდვა თუნუქის ქილებში, თერმოშეკლებადი ბლოკების სახით. ბლოკები გადაიზიდება მხოლოდ პაკეტებად გაერთიანებული, ქვეშებზე. ამ შემთხვევაში, პაკეტს უნდა ჰქონდეს შემოკრული თერმოშეკლებადი აფსკი.
5. სტერილიზებული ბოსტნეული, ხილი, წვენი და ნექტარი მინის თუნუქის შეფუთვაში, აგრეთვე „ტბა“ პაკეტებში გადაიზიდება იზოთერმულ და დახურულ ვაგონებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 261
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 261, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-261/