ა) ფერი – მორუხო, მოყვითალო ელფერით, ძელაკების ზედაპირზე არ უნდა იყოს მუქი ლაქები;
ბ) კონსისტენცია – მკვრივი, საფუარი იოლად იმტვრევა;
გ) გემო და სუნი – საფუარისთვის დამახასიათებელი, დაუშვებელია ობის ან რაიმე სხვა უცხო სუნი.
2. ქაღალდში შეფუთული საფუვრის ძელაკები უნდა ჩაიწყოს ყუთებში. თითოეულ ყუთში იწყობა მასის მიხედვით ერთნაირი დაფასოების, ერთი პარტიისა და გამომუშავების თარიღის ძელაკები. ვაგონში ჩატვირთვისას, საფუვრის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს პლუს 4 გრადუსისა და არანაკლებ 0 გრადუსისა.
3. ვაგონში სხვადასხვა გამომუშავების თარიღის საფუარის პარტიის ჩატვირთვისას, მთელი სავაგონო გზავნილის ტრანსპორტაბელურობის ვადა იანგარიშება ყველაზე ადრეული გამომუშავების თარიღის პარტიის მიხედვით.
4. სპეციალიზებულ ქარხნებში გამომუშავებულ საფუარს, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა ჰქონდეს მედეგობა არანაკლებ 60 საათისა, ხოლო სპირტის ქარხნებში გამომუშავებულს – არანკლებ 48 საათისა.
5. ვაგონში საფუვრის ჩატვირთვის მომენტში ტვირთგამგზავნი იღებს სინჯებს საფუვრის მედეგობის საკონტროლო განსაზღვრისთვის. ანალიზის შედეგები ინახება გაგზავნის სადგურში და ტვირთგამგზავნთან