2. დახურულ ხის ყუთებს გარედან აკრავენ მავთულს ან ფოლადის საფუთავ ლენტს. გოფრირებულ მუყაოს ყუთებს გარედან შემოუჭერენ ფოლადის სახუფავ ლენტს ან ორ სარტყლად შემოაკრავენ ქაღალდის ლენტს. დახურულ ყუთებს უკეთდება სამანიპულაციო ნიშნები, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების თანახმად.
3. ღვინო და ლიქიორ-არყის ნაწარმი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში. ამ ტვირთის ტემპერატურა, ჩატვირთვისას, უნდა იყოს პლუს 8-დან პლუს 16 გრადუსამდე.
4. ლიქიორ-არყის ნაწარმი (ლიქიორი, პუნში, ტკბილი და მწარე ნაყენი, სადესერტო სასმელი, ბალზამი, განსაკუთრებული არაყი), ზაფხულისა და წლის გარდამავალ პერიოდებში, გადაიზიდება დახურულ და იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო ზამთრის პერიოდში – იზოთერმულ ვაგონებში. ღვინის გადაზიდვა დაიშვება, აგრეთვე საკუთარ სპეციალურ თერმოს-ცისტერნებსა და იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებში ჩასხმით, ტვირთგამაგზავნის ან ტვირთმიმღების გამყოლთა თანხლებით.
5. ღვინის ტემპერატურა ჩასხმისას, ზამთრის პერიოდში, არ უნდა იყოს პლუს 8 გრადუსზე ნაკლები, ხოლო ზაფხულში – პლუს 15 გრადუსზე მეტი