2. სარეფრიჟერატორო ვაგონში, რომელსაც მიეკუთვნება სარეფრიჟერატორო სექცია და ვაგონი, გადაიზიდება ამ წესებით გათვალისწინებული მალფუჭებადი ტვირთი.
3. თერმოს-ვაგონებში გადაიზიდება თერმულად დამზადებული მალფუჭებადი ტვირთი 10 დღეზე მეტი შენახვის ვადით.
4. ხილ-ბოსტნეული, როგორც ბიოლოგიური სითბოს გამომყოფი, თერმოს-ვაგონებში არ გადაიზიდება.
5. თერმოს-ვაგონებში გადასაზიდი მალფუჭებადი ტვირთის ნუსხას და გადაზიდვის პირობებს ადგენს რკინიგზა.
6. იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებში ან თერმოს-ცისტერნებში გადაიზიდება ღვინო და ღვინო მასალა, ტვირთგამგზავნთა ან ტვირთმიმღებთა გამყოლების თანხლებით.
7. რძე გადაიზიდება რძის ცისტერნებში