1. სარეფრიჟერატორო სექციის ცალკეული სატვირთო ვაგონი შეიძლება დაიტვირთოს გადაზიდვის სხვადასხვა რიჟიმების მქონე ტვირთით.
2. ტვირთგამგზვნის (ტვირთმიმღების) განაცხადით დიზელელექტროსადგურიანი სამსახურებრივი ვაგონისგან მოხსნილ სარეფრიჟერატორო სექციის სატვირთო ვაგონში მალფუჭებადი ტვირთი შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 6 საათისა.
3. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიიღოს ზომები ხილ-ბოსტნეულის გადამეტცივების ან შეყინვის თავიდან ასაცილებლად დატვირთვის დროს.