2. რკინიგზა პასუხს არ აგებს წვრილმანი გზავნილებით გაგზავნილი მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისთვის, თუ ტვირთგამგზავნმა (ექსპედიტორმა) ვაგონში ჩატვირთა ერთმანეთთან შეუთავსებელი ტვირთი, არასწორად განსაზღვრა მიტანის ვადა, არ შეასრულა ტვირთის განლაგებისა და დამაგრების მოთხოვნები, აგრეთვე, თუ ტვირთი გაფუჭდა რკინიგზისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით