1. რკინიგზის მოძრავ შემადგენლობასა და ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ კონტეინერში ფეთქებადი ნივთიერება იტვირთება ტექნიკური ნორმების დაცვით, მაგრამ არა უმეტეს მათი ტვირთამწეობისა.
2. ფეთქებადი ნივთიერების განლაგებისა და დამაგრების სქემას დახურულ და სპეციალიზებულ ვაგონსა და კონტეინერში, აგრეთვე ღია მოძრავ შემადგენლობაზე მოთავსებულ კონტეინერში შეიმუშავებს ტვირთგამგზავნი. აღნიშნული სქემა უნდა შეესაბამებოდეს ტვირთის დატვირთვისა და დამაგრების ტექნიკურ პირობებს. საჭიროებისას რკინიგზას შეუძლია მოითხოვოს ამ სქემის წარმოდგენა.
3. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მუშაკთა სისტემატური სწავლება და მათ მიერ ამ წესის მოთხოვნათა შესრულების შემოწმება.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 81
თავი 19 — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 81, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-81/