2. ტარაში მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერება უნდა იყოს დაწყობილი და დამაგრებული სტანდარტისა და ტექნიკური პირობის მიხედვით ისე, რომ გამოირიცხოს მისი გადაადგილება შეფუთვის შიგნით, ხოლო სატვირთო ადგილის – სატრანსპორტო პაკეტში.
3. გადასაზიდად მომზადებისას იკრძალება ერთ სატვირთო ადგილში (ტარაში) ან სატრანსპორტო პაკეტში სხავდასხვა დასახელების ფეთქებადი ნივთიერების გაერთიანება, თუ იგი არ გადაიზიდება კომპლექტში. არ დაიშვება ფეთქებადი ნივთიერების ერთობლივი შეფუთვა სხვა, მათ შორის საფრთხეშეუმცველ, ტვირთთან.
4. კონკრეტული სახეობის ფეთქებადი ნივთიერების შეფუთვის მეთოდი განსაზღვრულია ამ წესის მე-11 დანართში