ა) ერთ ვაგონში შეიძლება ჩაიტვირთოს ერთი ან რამდენიმე სადგურის დანიშნულებით გადასაზიდი ფეთქებადი ნივთიერება იმ პირობით, რომ ტვირთის დანიშნულების სადგურები გზადაგზა მდებარეობს. ამგვარი ვაგონის კმატვირთვა (შევსება) მსვლელობის გზაზე დაიშვება მხოლოდ ფეთქებადი ნივთიერების გადმოტვირთვის ადგილში, იმ სადგურების დანიშნულებით, საითაც გადაიზიდება ვაგონში დარჩენილი ფეთქებადი ნივთიერება და მხოლოდ იმ ტარით, რომელიც შეთავსებადია გადასაზიდ ფეთქებად ნივთიერებასთან;
ბ) ჩატვირთვისას ტვირთგამგზავნი იმგვარად განალაგებს ფეთქებად ნივთიერებას, რომ მსვლელობის მთელ გზაზე უზრუნველყოფილი იყოს ვაგონის თანაბრად დატვირთვა. ამ შემთხვევაში კარსშუა სივრცე იტვირთება პირველ რიგში გადმოსატვირთი პარტიის ტვირთით;
გ) ფეთქებადი ნივთიერება იმგვარად არის დაწყობილ-დამაგრებული, რომ მისი ნიშანდებისა და თითოეული პარტიის ადგილის რაოდენობა შესაძლებელია შემოწმდეს სატვირთო ადგილის ხელშეუხებლად, ხოლო თითოეული პარტია გადმოიტვირთოს სხვა პარტიის გადაადგილების გარეშე და ვაგონში მისი გამაგრების დაურღვევლად;
დ) ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და კმატვირთვა განხორციელდება მხოლოდ ტვირთმიმღების მფლობელობაში არსებულ მისასვლელ ლიანდაგზე ამ წესის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა;
ე) მსვლელობის მთელ გზაზე ტვირთს თან ახლავს და იცავს ტვირთგამგზავნის სპეციალისტ-მარიგებელი, რომელიც უშუალოდ გადასცემს (იღებს) ფეთქებად ნივთიერებას ტვირთმიმღებსა და ტვირთგამგზავნს. ამ შემთხვევაში ტვირთის ნაწილობრივი გადმოტვირთვის ან კმატვირთვის შემდეგ ვაგონს პლომბავს სპეციალისტი ტვირთმიმღების მიერ მიწოდებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობით.
2. აკრძალულია ფეთქებადი ნივთიერების პირდაპირ-შერეული, ვიწროლიანდის ხაზიანი პირდაპირი, საერთაშორისო-საექსპორტო (ამ წესის მე-10 დანართში გათვალისწინებული ტვირთის გარდა) გადაზიდვა, აგრეთვე გადაზიდვა რკინიგზის უნივერსალურ კონტეინერში ან წვრილმანი სავაგონო გზავნილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
3. მშენებარე სარკინიგზო ხაზის იმ სადგურების ნუსხას, რომელშიც ნებადართულია ფეთქებადი ნივთიერების მიღება-გაცემა მათ ჩაბარებამდე ექსპლუატაციაში, განსაზღვრავს სამშენებლო ორგანიზაცია მშენებარე სარკინიგზო ხაზით ტვირთის გადაზიდვისა და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის წესების შესაბამისად