1. წვრილმანი გზავნილებით, მათ შორის უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთი გადაიზიდება ამგვარი გზავნილების მიღება-გასაცემად აღჭურვილ სადგურებს შორის.
2. აკრძალულია ერთ ვაგონში იმ წვრილმანი გზავნილის განთავსება, რომელიც იგზავნება ერთი სარკინიგზო კვანძის სხვადასხვა სადგურში.
3. ტვირთი წვრილმანი გზავნილებით იგზავნება ნაკრებ ვაგონებში ან კონტეინერებში:
ა) რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ ერთი სადგურის დანიშნულებით დატვირთული, სვლის გზაზე დახარისხების გარეშე (პირდაპირი ნაკრები ვაგონები, კონტეინერები);
ბ) ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ სხვადასხვა სადგურის დანიშნულებით დატვირთული, სვლის გზაზე დახარისხებით (გადასატვირთი ნაკრები ვაგონები);
გ) ნაკრებსექციებიან ვაგონებში ან ბაქნებზე დამაგრებულ კონტეინერებში, რომლებიც მოძრაობენ მომიჯნავე ტვირთმახარისხებელი სადგურებით შემოფარგლულ უბნებზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 129
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 129, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-129/