2. ტვირთების გადაზიდვა საფოსტო ვაგონებით აკრძალულია.

3. საფოსტო ვაგონებით საფოსტო საწარმოს ნებართვით შეიძლება გადაიზიდოს სამსახურებრივი დიდგაბარიტული ტვირთები და თითოეული ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს.

4. საფოსტო საწარმოს მიერ გადასაზიდად მიღებული სამსახურებრივი ტვირთები გაფორმებული უნდა იქნეს საფოსტო დოკუმენტებით. გაგზავნის წინ აღნიშნული დოკუმენტები წარედგინება გასაფორმებლად საბარგო ან საბილეთო სალაროს მოლარეს, რომელიც თავის მხრივ ადგენს გზავნილის უწყისს და აღნიშნავს გაგზავნის თარიღს, საფოსტო დოკუმენტის ნომერს, ტვირთის გაგზავნის და დანიშნულების სადგურის დასახელებას.

5. საფოსტო დოკუმენტს, რომლითაც იგზავნება სამსახურებრივი ტვირთი, მოლარე აწერს ხელს და უსვამს სადგურის შტამპს. დოკუმენტზე ასეთი აღნიშვნის გაკეთება არის იმის დამადასტურებელი, რომ სამსახურებრივი ტვირთის გაგზავნა შეთანხმებულია რკინიგზასთა