2. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება ერთი მარშრუტით ან გადაზიდვის ერთი დოკუმენტით მიმავალი ვაგონების ჯგუფით, ყველა მანქანის გასაღებები ინახება სპეციალურ უჯრედებიან პლანშეტში, რომელთა ნომრები შეესაბამება მანქანების ნომრებს. გასაღების პლანშეტი ინახება ერთ-ერთი მანქანის კაბინაში ან საბარგულში, რომლის გასაღებს ფუთავს, ლუქავს და გადაზიდვის დოკუმენტზე ამაგრებს ტვირთმგზავნი, რის თაობაზეც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ზედნადებში.
3. თუ ტვირთგამგზავნი ერთ ვაგონში (კონტეინერში) რამდენიმე მიმღების მისამართით გადასაზიდად, მათ შორის დანიშნულების სადგურში, წარადგენს რამდენიმე ავტომობილს, თითოეულ ავტომობილზე შეივსება ცალკე ზედნადები