1. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარის ბრეზენტის შალითები უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში, დაუზიანებული, აგრეთვე ჰქონდეს ძარაზე მისამაგრებელი სამარჯვები. ყულფებს და ნახვრეტებს ბრეზენტის შალითასა და ძარაში არ უნდა ჰქონდეს დარღვევები. შემოსაკრავი გვარლი უნდა იყოს მთლიანი, გადაუბმელ-გადაუკერებელი.
2. ტვირთი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარაში უნდა განლაგდეს ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.
3. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარა, გარდა ცარიელი ძარებისა, იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 189
თავი XVII — ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 189, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-189/