1. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე მიიღება, რკინიგზა ვალდებულია, შეამოწმოს ამ ტექნიკის განლაგებისა და დამაგრების სისწორე, ტვირთგამგზავნის პლომბების არსებობა, ავტოტრაქტორის ტექნიკის კაბინის ან ძარის გარეთ ღია მოძრავ შემადგენლობაში განლაგებული დიდგაბარიტიანი დეტალებისა და კვანძების ყუთების რაოდენობა, საინფორმაციო ფურცლის არსებობა, აგრეთვე ვიზუალურად დაათვალიეროს ისინი.
2. რკინიგზა არ ამოწმებს ავტოტრაქტორის ტექნიკის კომპლექტურობას, აგრეთვე იმ ტევადობებისა და ნაკეთურების შემცველობას, რომლებსაც ადევს ტვირთგამგზავნის პლომბი.
3. ავტოტრაქტორის ტექნიკის გაცემა დანიშნულების სადგურში ან სასაზღვრო გადამცემ სადგურებსა და ტვირთგადასაცლელ პუნქტებში გადაცემა, კომერციულად გამართული გადაზიდვისას ხორციელდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება მათი გადასაზიდად მიღება გაგზავნის სადგურზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 185
თავი XVII — ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 185, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-185/