1. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში სენაკის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას და განთავსებულია შესაბამისი კერძო სამართლის პირების სამსახურებრივი ტერიტორიის მიმდებარედ.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებად დასაშვებია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ – საცნობარო ნიშანი.

3. აკრძალულია კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.

4. აკრძალულია კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები

5. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

6. კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ავტომანქანის პარკირება, რომლებსაც გააჩნიათ ავტოპარკირების უფლების განმახორციელებლის მიერ გაცემული საშვი (აბონიმენტი