1.
ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველი ქალაქის – ქუთაისის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2.
ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3.
აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5.
აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე, იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 26.02.2025
მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწ
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე
- მუხლი 16. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 17. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
- მუხლი 18. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნი
- მუხლი 19. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის ს
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 14, №69, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016279 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2703949/muxli-14/