1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომლიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა