1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნას ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომლიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნე
ს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულო.
7. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · რედაქცია 29.05.2018
მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 10. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების აუქციონის წესით გადაცემა
- მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაცემის და აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მხრიდან ცალმხრივად შეწყვ
- მუხლი 11. პარკირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
- მუხლი 13. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის ,მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზ
- მუხლი 14. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
- მუხლი 16. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
- მუხლი 17. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 19. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველი ქალაქ
- მუხლი 20. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის ს
- მუხლი 21. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუხლი 15, №25, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1054612/muxli-15/