1. ავტომანქანის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილებზე, მათ შორის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირების მიზნით, წარდგენილი დოკუმენტებისა და ავტომანქანის შემოწმების (დათვალიერების) საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მერია. გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე წერილის სახით. ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ადგენდეს, რომ ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დაწესებულია ტაქსების პარკირების ადგილებზე ავტომანქანის პარკირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა პირები. ამავე მიზნით შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
4. დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისას, ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
5. ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარულად გამოცხადების შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება ახალი გადაწყვეტილება.
6. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირების მიზნით, ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ქ. ბათუმის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქ. ბათუმის მერიას წარუდგენს პირადობის მოწმობის ასლს, მართვის მოწმობის ასლს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლს, ავტომანქანის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.
8. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს, ავტომანქანის შემოწმებას ახდენს და დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის ან შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში
ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს მიიღოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება.
9. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
18. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2. ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომლიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად იმ ტვირთვის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
4. აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6. ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
9. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
10. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულ ტაქსების პარკირების ადგილებზე